17:47 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:29:42, 1134 ნახვა

სამართალი
ფოთში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს

ფოთში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის საზღვაო  ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „NEFTERUDOVOZ-21M“ 65 000 ლარით დააჯარიმეს. 

უწყების ინფორმაციით, რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრა მოახდინა. 

„ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს დააკისრა როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის 594  ლარის  გადახდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ  დატოვებს“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics