|
2023-08-02 16:41:36, 1032 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად ინტენსიურ ძალისხმევას განაგრძობს
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიურ მიდგომას "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების დიდი ხნით შეჩერება "სარგებელს არავის მოუტანს". "პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაძაბულობის ესკალაციისთვის. მან ხაზი გაუსვა "შავი ზღვის ინიციატივის" მნიშვნელობას, რომელსაც ის "მშვიდობის ხიდად" მიიჩნევს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივის გრძელვადიანი შეწყვეტა არავის სარგებელს არ მოუტანს და რომ ყველაზე მეტად მარცვლეულისა და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები დაზარალდებიან. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიას "შავი ზღვის ინიციატივის" გაგრძელებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)