18:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 15:58:33, 708 ნახვა

საზოგადოება
„თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა“ ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროექტის - "თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა" ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე და სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი, ბადრი კობალაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობიტ, პროექტს "World Vision საქართველო" 2019 წლიდან ახორციელებს და მისი დონორი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოა. სამიზნე ჯგუფები არიან საქართველოში მცხოვრები თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირები.

"ლტოლვილთა უფლებების რეალიზაციის კუთხით, ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ლტოლვილი პირების დახმარებას, რათა მათ შეძლონ საჭირო სერვისებზე წვდომა ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის კუთხით. ასევე, მათი ფუნდამენტალური უფლებების რეალიზაციას და ადგილობრივ თემთან ინტეგრაციას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებული ვითარებაზე, საჭიროებებსა და მათი დაძლევის გზებზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics