11:45 - 18 Jun, 2026
|
2023-08-01 10:10:06, 1382 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ კრივი-რიჰზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე, დაშავებულთა კი 75-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა შემთხვევის ადგილზე 100-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება. ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. შეგახსენებთ, კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ, 31 ივლისს განხორციელდა. იერიშის დროს ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას, ხოლო მეორე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)