|
2023-08-01 09:44:09, 1106 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - მედია [ვიდეო]
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, მათ შორის ერთ-ერთი დრონი ბიზნესცენტრ "მოსკოვი-სიტის" დაეჯახა და ფასადი დააზიანა. როგორც რუსული სამთავარობო-პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოცემა მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ იერიშის დროს რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ რუსეთმა "მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონზე უკრაინის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა" აღკვეთა. TASS-ის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)