11:22 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 16:09:37, 1346 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა.

"აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. "Fresh Forward" ტიპის დიზაინს წარმოადგენს და მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული.

Subway-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო.

ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო.

ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა.

Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლად მომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა. Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics