19:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-29 17:06:22, 877 ნახვა

საზოგადოება
Tbilisi Energy: გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია.

"გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - წერია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics