13:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 23:57:51, 1496 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი დნიპროს დაბომბვაზე - ეს ნაძირლები პასუხს აგებენ, სამართლიანობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

ეს ნაძირლები პასუხს აგებენ, ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დნიპროს მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვის საკითხს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა. ჩვენ სწრაფად ვპასუხობთ და ვეხმარებით ხალხს. სიტუაციას ვაკონტროლებთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსეთმა დნიპროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics