13:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 21:59:10, 1335 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიევმა ტაგანროგის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემის საზენიტო რაკეტით განახორციელა.

ამასთან ერთად, რუსეთმა ტაგანროგში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"კიევის რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა ტაგანროგის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმა განხორციელდა S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემის საზენიტო რაკეტით. კიევის რეჟიმის მიერ განხოციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.  

შეგახსენებთ, დღეს როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics