|
2023-07-28 17:08:47, 1693 ნახვა
მსოფლიო
BBC - ნიგერში სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელმა თავი ქვეყნის ლიდერად გამოაცხადა
ნიგერში სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა თავი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, 62 წლის გენერალი ჩიანი 2011 წლიდან პრეზიდენტის გვარდიას ხელმძღვანელობდა, 2018 წელს კი, ყოფილმა პრეზიდენტმა, მაჰამადუ ისუფუმ მას გენერლის წოდება მიანიჭა. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმს, რომელიც 26 ივლისს საპრეზიდენტო გვარდიამ დააკავა, როგორც BBC წერს, ის კვლავ მათ ტყვეობაში იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, ნიგერში, სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გუშინ, 27 ივლისს გამოაცხადეს. სამხედროების თქმით, სახელმწიფო გადატრიალება სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობასა და უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას უკავშირდებოდა. მომხდარს მალევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტს "ურყევი მხარდაჭერა" გამოუცხადა. ურანით მდიდარი ქვეყნის მხარდაჭერაზე ისაუბრა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც. ნიგერში სამხედრო გადატრიალება საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირმა, აფრიკის კავშირმა და დასავლეთ აფრიკის რეგინალურმა ბლოკმაც დაგმეს.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)