|
2023-07-27 17:40:17, 1722 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - პუტინი მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე აყენებს, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს
რუსეთის პრეზიდენტი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს "მარცვლეულის შეთანხმების" დაბლოკვით. ის არის ადამიანი, რომელიც აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ Global News-თან ვიდეოინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო კანონს პატივს არ სცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება გამოიწვევს რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას, რაც შესაბამისად, რუსეთს დამატებითი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს. "ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიული პროდუქტის მიწოდებით. და მისთვის ეს არის ზეწოლა. პირველ რიგში, ეს არის ფული",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, "მარცვლეულის შეთანხების" შეჩერებამ, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)