13:42 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 16:06:37, 1309 ნახვა

მსოფლიო
ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერში სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გამოაცხადეს.

სატელევიზიო მიმართვისას პოლკოვნიკმა, ამადუ აბდრამანმა 9 ჯარისკაცთან ერთად თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალება სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობასა და უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას უკავშირდება. 

როგორც სამხედროებმა აღნიშნეს, დაშალეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტის ფუნქციონირება და ვითარების დასტაბილურებამდე ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტეს.

მათ ასევე მოუწოდეს პარტნიორებს, რომ ქვეყნის საქმეებში არ ჩაერიონ. 

”ჩვენ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა... გადავწყვიტეთ, რომ ბოლო მოეღოს რეჟიმს",- თქვა აბდრამანმა მიმართვისას.

მანამდე, 26 ივლისს საპრეზიდენტო გვარდიის ჯარებმა ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დააკავეს. 

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტს "ურყევი მხარდაჭერა" გამოუცხადა.

ურანით მდიდარ ქვეყანას ასევე მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც.

აღსანიშნავია, რომ ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, რომელიც 2021 წელს აირჩიეს, საფრანგეთის და დასავლეთის ქვეყნების ახლო მოკავშირეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics