|
2023-07-25 16:54:51, 1591 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძე ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში CARPATI-2023 მონაწილე დელეგაციას შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე რუმინეთის ქალაქ არგესში საოლქო საბჭოს, კულტურისა და ხელოვნების საოლქო ცენტრის მიერ გამართულ ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში „CARPATI-2023“ მონაწილე დელეგაციას შეხვდა, რომლებმაც არაერთი პრიზები და სიგელები ჩამოიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალში „CARPATI-2023“ 11 სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით ქედის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბეთლემი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე. „ფესტივალი 15 ივლის ოფიციალურად გაიხსნა და ოფიციალური შეხვედრები გაიმართა რუმინეთის ქალაქ არგესის მერთან და კულტურის მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ მიოვენში და ტოპოლოვენში მოეწყო საზეიმო მსვლელობები და კონცერტი, რომელშიც ქედის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბეთლემმა“ საუკეთესო ანსამბლის წოდება მიიღო. საქართველოს სახელით, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით ქედის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე, ააიპ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე, შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ცინცაძე, ანსამბლი „ბეთლემი“ და ანსამბლის ხელმძღვანელები იმედა ფარტენაძე და მზია ტუნაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)