16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 12:45:59, 1323 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში უკვე განხორციელდა 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ვიზიტი, რაც სასიხარულოა და სრულიად შეესაბამება ჩვენს გეგმებსა და მოლოდინებს

აჭარაში წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელდება, რეგიონში უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 200 ათასს აღემატება,- ამის შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საერთო ძალისხმევა, რომელიც აქამდე გავწიეთ და შრომა რომელსაც ახლაც ვაგრძელებთ აისახება კონკრეტულ შედეგებზე. მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე, მიმდინარე თვის შემოსულობები გასული თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 30 % -ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ახალ ტურისტული ლოკაციებს შექმნის რეგიონში. კიდევ უფრო მეტი მიმოსვლა, საჰაერო რეისები დაემატება რეგიონს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს",- განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აჭარაში სრულად აღდგა ტურიზმის დინამიკა. მზარდია ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა როგორც 2022 წელთან, ასევე 2019 წელთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები +88 % - ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდან : გერმანია +12.3%, ისრაელი 25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%.

მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. აქტიურად ჩაეშვა და მიმდინარეობს ონლაინ მარკეტინგული კამპანიები 10 ქვეყანაში. გრძელდება რეისების განახლება და დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

31 ივლისს განახლდება კვირაში 2 სიხშირით ფრენები ლიეტუვიდან. გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და რაც მთავარია კერძო სექტორს, მისცემს საშუალებას მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები მოარგონ რეისებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics