|
2023-07-18 09:45:31, 1946 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის აქამდე არ ყოფილა
ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა,- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ „რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს მივიღებთ. ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომელითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების განახლების შესახებაც. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა. „ჩვენ ასევე შევიძინეთ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში, სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს თავდაცის სამინისტრო“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს. თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „პრემიერის მინისტრობის დროს, დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო პოლონურ კომპანიასთან ერთად, რომელიც არის ძალიან წარმატებული კამიკაძე დრონების მწარმოებელი კომპანია. სრულად მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა, დავახვედრეთ ახალი შენობა და ყველანაირად მზაობა გვაქვს, რომ დავიწყოთ მასშტაბური წარმოება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, სატესტო ეტაპი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მასიური წარმოება დაიწყება.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)