|
2023-07-18 09:45:02, 569 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა და თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. „საქართველოს სანაპირო დაცვას 25 წელი შეუსრულდა. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში: საზღვაო სივრცეში, საზღვაო უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დინამიურად ვითარდება, რაც თითოეული თქვენგანის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი დამსახურებაა. სანაპირო დაცვა მისი ფუნქციონირების 25 წელს, მიღწევებითა და დიდი ისტორიით ხვდება. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. სწორედ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების ნატოს შეფასების 4 - წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების საფუძველზე, მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან შედეგს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. საქართველოს პარლამენტმა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)