18:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 10:56:09, 1815 ნახვა

სამხედრო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე“ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მსმენელები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩოსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობის გარდა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

"უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა თავდაცვის უწყების მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და თავდაცვის ძალების ამოცანებზე ისაუბრეს. 

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოხსენების ფარგლებში ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე, უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდი საფრთხეების ფონზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და პრაგმატულ მიდგომებსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ტრანსფორმაციის პროცესი მიმოიხილა და თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით განსახორციელებელ აქტივობებეზე ისაუბრა. 

მოგვიანებით შეხვედრა დიკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თემატიკისადმი მიძღვნილი სესია მონაწილეებმა სიმულაციური სავარჯიშოების შესრულებით დაასრულეს, რომლის სცენარიც კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. 

„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო კონტექსტში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებულ აქტუალურ ინფორმაციას მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, კვალიფიციური მომხსენებლები აწვდიან",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics