|
2023-07-10 16:05:07, 932 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას, ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს
ოთხი დიდი სახელმწიფო ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას - ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმება გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. "NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას. ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად",- წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)