|
2023-07-05 14:06:23, 916 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვიღაც ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო - ეს ვიღაც არაა რუსეთი
ვიღაც ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც არაა რუსეთი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციასა და უცხოელი აქტორებს ახარებთ. "ფაქტია, ვიღაც ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე, ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ, ვინ ხარობს ამით - ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობენ უკრაინას და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხია დღეს გახარებული. ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ უცხოელი აქტორებიც, რომლებსაც ეს უხარიათ. ასე რომ, ეს არის ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. გუშინ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, მაშინ საქართველოს ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)