|
2023-07-05 13:02:30, 1625 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სალამურზე დაკვრის უბადლო ოსტატის, ვირტუოზი შემსრულებლის, საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპტრიშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშავი ღონისძიება გაიმართა. კასპის მერიის ცნობით, ღონისძიება მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო, რომელიც კასპის ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოურავმა“ სიმღერით „გარეკახური“ გახსნა. "ღონისძიებაზე შეკრებილებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც ყურადღება ომარის შემოქმედებასა და ხალხური საკრავების აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეში გაწეულ ღვაწლზე გაამახვილა. ომარ კელაპტრიშვილი სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ დაარსებიდან მისი ღირსეული წევრი, უცვლელი სოლისტი და ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მან ჩამოაყალიბა ანსამბლი „იავნანა“, შემდეგში მის პატივსაცემად „კელაპტარი“ ეწოდა. ხელოვანს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში. მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. საღამოზე, წიგნის „ქართული სალამურით დაპყრობილი მსოფლიო“ პრეზენტაცია მისმა მეუღლემ ციმი კელაპტრიშვილმა წარმოადგინა. ნაშრომი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებასა და მოღვაწეობას ასახავს. საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს ანსამბლებმა „ურმული“, „კელაპტარი“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)