20:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 20:58:42, 1025 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ღარიბაშვილისგან, რადგან მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია

განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რადგან "ხალხისთვის მეტი შეთავაზება არ აქვს".

"ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას.

ხელისუფლება 11 წლის  განმავლობაში საუბრობს მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე", სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს.

საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ  საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე,  წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ  ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics