|
2023-06-29 15:37:21, 1483 ნახვა
რეგიონი
ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ
აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს რეგიონში. „ისინი ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს ლიეტუველი ტურისტების რეგიონში მოგზაურობის სტიმულირებას. ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მუზეუმებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც აქტიურ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე, რეგიონს უკვე სტუმრობდა პოლონელი, ებრაელი, ყაზახი, უზბეკი, თურქი, არაბი, გერმანელი, სერბი, სამხრეთ კორეელი და ლატვიელი ჟურნალისტები. გასულ წელს, კი ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)