11:41 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 13:11:57, 1055 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირინე დანელიამ მოაწერეს. 

"მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოსა და ბოტანიკურ ბაღს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევების, ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს მრავალწლიან გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით; მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) „წითელი ნუსხით” დაცული მცენარეების კვლევას. 

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და ერთობლივი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით",- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics