|
2023-06-27 12:50:19, 978 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. "ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეცნენ. სტუმრები კახეთში, მექვევრე ზაზა კბილაშვილს ესტუმრნენ და ქვევრის დამზადების ტექნოლიგიური პროცესის დეტალებს გაეცნენ. ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან. ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)