|
2023-06-21 18:15:43, 1204 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო - გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები და მათი გამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვ. "დადებითად შეფასდა ორმხრივი სამთავრობო მოლაპარაკებები, რომელიც გერმანიის ქალაქ ბერლინში 19 – 21 ივნისს მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში „მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიის განვითარებაზე და ამ მხრივ, გერმანიის მთავრობის დახმარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს „მწვანე წყალბადის" გავრცელების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის ენერგო კაბელის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს ეს მაჩვენებელი 23 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 20 პროცენტით გაიზარდა. ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა. ამ მაჩვენებლით გერმანია საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საექსპორტო ბაზარია. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მონაწილეობა ბერლინის ტურიზმის გამოფენაზე ITB – 2023, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს, როგორც განვითარებული ტურისტული მიმართულების ცნობადობა გერმანიასა და ევროპის ქვეყნებში. ითქვა, რომ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ასევე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა გერმანიასა და საქართველოს შორის. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სვენ გიგოლდი და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია აღნიშნულ ფორუმზე წარმომადგენლობითი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)