01:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 09:13:04, 1449 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება

რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული.

"რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი „პატრიოტები“ გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული.

რაც შეეხება ტერორისტულ სახელმწიფოს, ერთადერთი, რაც მათ ახლა უნდა აწუხებდეს, არის ის, თუ როგორ მოამზადონ თავიანთი საზოგადოება, რუსული საზოგადოება იმისთვის, რომ დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც ანგრევენ თავიანთი სახელმწიფოს მომავალს. რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება. ჩვენი სამხედროები მოძრაობენ: პოზიცია-პოზიცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics