|
2023-06-17 14:05:13, 1567 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხეთაგუროვის ქუჩაზე და ქუჩიდან გამავალ ჩიხებზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მჭედლიშვილმა ე.წ. ქარწისის დასახლებაში, ხეთაგუროვის ქუჩაზე და ქუჩიდან გამავალ ჩიხებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 1480 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 534 999 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა: „აღნიშნული ქუჩის ასასვლელზე ჯერ ბეტონის საფარი მოვაწყვეთ და მოსახლეობასთან ქუჩის სრული მოასფალტება დავაანონსეთ. მომზადდა ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი და ახლა უკვე გზის მოასფალტების სამუშაოებს ვახორციელებთ“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)