2023-06-15 14:53:47, 1461 ნახვა
ომი უკრაინაში
როსტოვში 22 დატყვევებული „აზოვის“ მებრძოლის „პროცესი“ დაიწყო
ოთხშაბათს, სამხრეთ რუსეთში 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის "პროცესი" გაიმართა. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და 2022 წლის მაისში დაატყვევეს. ამის შესახებ RBC-Ukraine Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, რუსებმა "აზოვის" მებრძოლების სასამართლო პროცესი მოაწყვეს. საუბარია 22 უკრაინელ სამხედრო ტყვეზე.
აგრესორი ქვეყანა უკრაინელ დამცველებს, DPR-ში ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩართვასა“ და „მონაწილეობაში“ ცინიკურად ადანაშაულებს.
„ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „აზოველებს" 15 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, - წერს გამოცემა.
AP ასევე დასძენს, რომ 24 ადამიანიდან, რომლებსაც ე.წ. ბრალდება წაუყენეს, 2 რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს.
დარჩენილი 22 სამხედრო ტყვედან კი, 8 ქალია, რომლებიც როგორც გაზეთი წერს, "აზოვის" პოლკში მზარეულად მუშაობდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,