01:59 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 16:54:45, 1493 ნახვა

რეგიონი
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში დღის ცენტრი "თანასა" და ორგანიზაცია "ხელი ხელს" შშმ ბენეფიციარების გამოფენა გაიმართა, რომელშიც საგანმანათლებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ მწიგნობარის წრის "ფერთა სამყაროს მოსწავლეები" მონაწილეობდნენ.

"ღონისძიების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტრენინგი თემაზე „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები" გაიმართა, რომელსაც სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, შშმ პირთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა მიმართ მართებული მიდგომების, ტერმინების, სწორი დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა.

ნამუშევრების გამოფენა ქედაში ა(ა)იპ ,,ჩვენ ყველაფერი შეგვიძლიას"  ორგანიზებით გაიმართა, ხოლო ტრენინგი კი ქედის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics