21:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 15:39:19, 678 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომსონს, რომელიც საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის საკითხები. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს წინსვლის პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.

„საუბარი, ასევე, შეეხო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს და ამ მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით არჩეულია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics