|
2023-06-12 13:18:28, 792 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - „ხელისუფლების ცვლილება" - ეს არის მათი ოცნება, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, როგორ იმოქმედოს
დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება. კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მთავარ ოცნებას სწორედ ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალ არჩვენებზე. „ხელისუფლების ცვლილება - ეს არის მათი ოცნება. თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს, 2024 წლის არჩევნები მაქვს მხედველობაში. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული იქნება. რას ნიშნავს, ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული, წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა, მიეღო სტატუსი, პირველი ეს იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებით, თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, თუმცა მიღებულ იქნა არასამართლიანი გადაწყვეტილება. თვითონ რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ იმას, რომ საქართველო აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია ბევრის ინტერესებშია, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს. „სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის, რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა. „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ვინც გვერდში უდგას, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ითვალისწინებს და ატარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელშიც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)