|
2023-06-11 11:27:09, 756 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა, კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები ისევ რჩება
სალიცენზიო პირობები, ბუნებრივია, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს კლინიკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს საავადმყოფოს შიდა ინფექციის გავრცელება მთელი რიგი მძიმე გამოსავლების გამოწვევის კუთხით. ეს თუ დაირღვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დროული რეაგირება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი რამდენიმე ბერკეტს ითვალისწინებს. მისი განცხადებით, დღეს მოქმედი ჯარიმები მინიმალური ოდენობისაა და პრევენციული ძალა არ აქვს. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, ან ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესებასა და პაციენტისთვის უკეთესი, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიმართოს, ზოგჯერ, კლინიკას ჯარიმის გადახდა ურჩევნია. „დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში, რა თქმა უნდა, ისევ რჩება. დღეს, რეგულირების სააგენტოს არ აქვს ქმედითი ბერკეტი, შეაჩეროს ლიცენზიის და ნებართვის მოქმედება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჯარიმები, რომელიც ახლა დაწესდა, თითქმის, გაორმაგებული ოდენობისაა. ახალი კანონპროექტით, ასევე, დგინდება ჯარიმების ზედა ზღვარი და არ რჩება ღია სივრცე, რომ შემფასებელს ან გადაწყვეტილების მიმღებს, გარკვეული ვარირების საშუალება ჰქონდეს. „უფრო კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უნდა ამოქმედდეს ამ კანონპროექტით, ეს არის ლიცენზიის და ნებართვის მოქმედების შეჩერება, დროებითი შეჩერება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)