|
2023-06-08 18:37:46, 1097 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მანიპულაციები ხშირად ხდება და დასძინა, რომ სანქციების დასაწესებლად ფაქტია საჭირო, რომელიც არ არსებობს. "ხშირია ხოლმე მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, აი სანქციები დაწესდება. რაზე უნდა დაწესდეს? სანქცია მხოლოდ შეიძლება დაწესდეს ისეთ რამეზე, როდესაც გვაქვს კონკრეტული ფაქტი. თუ ფაქტი არ არსებობს ვერავითარი სანქცია ვერ დაწესდება და არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი", - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)