02:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 15:24:58, 1311 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო.

კასპის მერიის ცნობით, თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სასირეთის სარწყავი არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალატეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე მოინახულეს.

მერიის ინფორმაციით, არსებული არხი გაუვალი იყო და მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს  პრობლემას უქმნიდა.  ტერიტორია გასუფთავდა ხეებისა და ბუჩქებისგან, იწმინდება არხი რის შემდეგაც მოეწყობა საფუძველი, მონოლითური რკინაბეტობის არხი გამშვები ფარისა და მოსახლეობის სანაკადულოების გათვალისწინებით. არხების რეაბილიტაციას შპს „დანი ქონსთრაქმშენი“ ახორციელებს. 

2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა.

„განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და მიმდინარე წელში დასრულდება“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics