09:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 11:55:25, 981 ნახვა

რეგიონი
მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა

მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

"მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეთნოსოფელი" ხელს შეუწყობა ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„ეთნოსოფელის" პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 30 მლ ლარს შეადგენს. მასშტაბური პროექტი მოიცავს მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

„ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში ზედა ჩხუტუნეთის ცენტრის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა, უკვე მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. პროექტით ასევე დაგეგმილია მაჭახელას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ასევე ე.წ. „მაჭახელას თოფის გზის" ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics