09:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 17:19:15, 943 ნახვა

რეგიონი
პირველი ქართული სამედიცინო ტურიზმის ფორუმი „მედეა“ გაიხსნა

საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით დღეს, სასტუმრო "ლიც რეზორტში", პირველი ქართული სამედიცინო ტურიზმის ფორუმი "მედეა" გაიხსნა.

ფორუმის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო. 

"მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველო მასპინძლობს  ქართული სამედიცინო ტურიზმის პირველ ფორუმს. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ პირადად გაეცნონ საქართველოს სამედიცინო ექსპორტის ძირითად სერვისებს, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს მიიღონ საჭირო ინფორმაცია მკურნალობის უახლოეს მიღწევებზე“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფაგიო თერაპია, გამაჯანსაღებელი პროცედურები, დეტოქსი, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, თმის გადანერგვა და სხვა.

ფორუმის მიზანია, ქართული სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენა,  რეგულარული ღონისძიებების გამართვა ეროვნული სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ამ მიმართულებით კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics