16:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 19:53:25, 1110 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე ზურაბიშვილზე - შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ შეიწყალა გვარამია

მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს შეეძლება თქვას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თავისი აგური დადო. 

“მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია. როდესაც ის ახლა ამბობს, რომ მე ვინმეზე ზეწოლის გარეშეც შემიძლია შევიწყალო და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს არის დაგვიანებული. თუ ის ნიკა გვარამიას შეიწყალებს მაშინ, როდესაც დაახლოვდება სტატუსის მიღების საკითხი და მას უნდა, რომ თავისი აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ძალიან ცუდი, ვინაიდან, ეს არის არაჰუმანური, უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა და ეს არის დაგვიანებული, ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს”, - განაცხადა
გოცირიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics