12:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 16:09:36, 1388 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულის შესახებ გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"გადაწყვეტილება მიღებულია 5000-ლარიანი ჯარიმა!

ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის",- წერს მუმლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, ხოლო დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics