|
2023-05-30 19:31:36, 841 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნიჟარაძე და მარი ზანაქიძე ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას” ხელმძღვანელებს, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას” ხელმძღვანელებს, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობაზე და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ,,წელს პირველად სამინისტრომ დაიწყო ინტენსიური თერაპიული მკურნალობის თანადაფინანსება. პაციენტი, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ღებულობს I და II დონის სამედიცინო მომსახურებას, მკურნალობის თანაგადახდას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ფარავს. უნდა აღინიშნოს, რომ თანადაფინანსების პროცესი წარმატებით ხორციელდება და არის მაღალი მომართვა. ამავე პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აფინანსებს, გეგმიური ქირურგიული მკურნალობის თანაგადახდას. ვფიქრობთ, მიმდინარე წელს პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას და უკვე თანადაფინანსების გაცემა ურგენტული ქირურგიული სამედიცინო შემთხვევის დროსაც”- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების, მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების, სახსრების ენდოპროთეზირების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" პერინატოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის, ახალშობილთა მიმართულების ხელმძღვანელს, ნატო გორგაძეს ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა. ნატო გორგაძეს სამედიცინო საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. განათლება მიღებული აქვს საქართველოს და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი.
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)