23:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 22:27:47, 893 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ე.წ ლიდერს დანებება შესთავაზა, ე.წ პარლამენტს და მინისტრებს ამინისტია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას „დაუმორჩილებდეს აზერბაიჯანის კანონებს“, ხოლო ყარაბაღის ლიდერს არაიიკ ჰარუთუნიანს დანებება შესთავაზა

„ვითომ არის მოქმედი პარლამენტი, ვითომ არის პრეზიდენტი, მინისტრი, ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა ამ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, პარლამენტი უნდა დაითხოვოს, ელემენტმა, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა მინისტრმა, მოადგილემ და სხვამ უკვე უნდა დატოვოს თანამდებობები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დათმობაზე წასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ამნისტიაზე“, - განაცხადა ალიევმა ქალაქ ლაჩინში დაბრუნებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში ორჯერ იყვნენ მიწვეული და "მესამე მოწვევა არ იქნება".

„ჩვენ იქ დელეგაცია გავგზავნეთ. ჩემმა წარმომადგენელმა მათთან პირველი შეხვედრა იქ გამართა, რის შემდეგაც ბაქოში მოვიწვიეთ - მობრძანდით, ვილაპარაკოთ. მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ისინი მეორედ მოვიწვიეთ ბაქოში. ანუ ყარაბაღში მცხოვრები სომხური უმცირესობის წარმომადგენლები. ამაზეც უარი თქვეს. მესამე მოწვევა არ იქნება. ან თვითონ მოვლენ თავმდაბლად, ან მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდება. ამიტომ, მათ შეუძლიათ ამნისტიის ქვეშ მოექცნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ყველა ფიქტიურ თანამდებობას და მიმართავენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას“, - დასძინა მან.

ალიევი ასევე ამბობს, რომ საზღვრების დელიმიტაცია უნდა მოხდეს აზერბაიჯანის პირობებით, „ანუ სამართლიანი პირობებით“ და სამშვიდობო ხელშეკრულება „საერთაშორისო პირობებზე უნდა იყოს დაფუძნებული“. მისი თქმით, „გზა უნდა გაიხსნას“ ნახიჩევანის ავტონომიისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics