2023-05-29 16:05:32, 1354 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - მტერმა კიევს 11 „ისკანდერის“ რაკეტა ესროლა - ყველა სამიზნე განადგურდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსებმა კიევს 11 "ისკანდერის" რაკეტა ესროლეს.
როგორც ზალუჟნი Telegram-ზე წერს, უკრაინამ ყველა მათგანის ჩამოგდება მოახერხა.
"ერთ დღე-ღამეში მტერმა მეორედ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით, 11:30 საათზე, კიევს ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ჩრდილოეთის მიმართულებიდან სულ 11 "ისკანდერის" რაკეტა იყო გასროლილი. ყველა სამიზნე განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ",- წერს ზალუჟნი.
ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,