|
2023-05-29 15:52:31, 1286 ნახვა
რეგიონი
3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს, რომლითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. "ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან საღამოს 4 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „სალიო“, „არა“, „მონსტერ ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, ნუცა ბუზალაძე, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვა. დღის განმავლობაში ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, საცოცი კედელი, STREET ART და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი. გასული წლებისგან განსხვავებით წელს ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება. მასზე დასწრება თავისუფალია",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)