|
2023-05-26 17:47:21, 1261 ნახვა
რეგიონი
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმარათა
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმარათა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის კლინიკების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი სამინისტროს წარმომადგენლები. DRG-სისტემის დაფინანსების მოდელზე, ძირითად გამოწვევებსა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა ისაუბრა, ხოლო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, რეგიონში დაფინანსების მოდელის დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გააცნო აუდიტორიას ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ დაფინანსების ამ მოდელის ამოქმედების შემდგომ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, კარდიო და ონკო ქირურგიების, ასევე, პირველი დონის ინტენსიური თერაპიის სამედიცინო მომსახურება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულად იფარება. „გლობალურ რეფორმას, რომლის მიზანია კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს, ძალიან მოკლე ვადებში ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია მთლიანად DRG სისტემაში მოექცეს ჰოსპიტალური სექტორი და აქეთკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა. საერთო ჯამში შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც DRG-ის დაფინანსების მოდელმა მოგვცა არის ის, რომ გაიზარდა ხარჯთეფექტიანობა და შემცირდა თანაგადახდების წილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მძიმედ აწვა. გასული წლის ნოემბრის თვის შემდეგ, 500 მილიონი ლარის დაფინანსება არის უკვე ამ მოდელით. მთავარი მიზანი რაც იყო - ხარჯთეფექტურობა და კლინიკების თანაბარ პირობებში ჩაყენება, მიღწეულია. შემცირებულია უკონტროლო თანაგადახდა და ზოგადად, დაწყებულია თანაგადახდის საკითხის მოწესრიგება. სამინისტრო მუდმივად კომუნიკაციის რეჟიმში იქნება კლინიკებთან და ერთობლივი თანამშრომლობით მივიღებთ საბოლოო შედეგს“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა. სამუშაო შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)