|
2023-05-26 15:25:38, 1000 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისს მცხეთაში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების საააგენტო მოქალაქეებს მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას. მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ტარდება კულინარიული მასტერკლასი, რაც მოიცავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი კერძების თანამედროვე ვერსიების მომზადებას. „ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის მოწყობილია შემეცნებითი სივრცე, ასევე იმართება ბასტი-ბუბუს კონცერტი და საბავშვო სპექტაკლი; გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად, მოწყობილია ფოტოზონა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქვეყნის მნიშვნელოვანი თარიღების, ღირსშესანიშნაობების, ასევე აღნიშნულ რეგიონთან დაკავშირებული ქართველი მწერლებისა და მხატვრების შესახებ გამოფენა. 17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. დღის განმავლობაში, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები. 26 მაისის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქ. მცხეთაში, ქ. ქუთაისსა და ქ. ოზურგეთში სხვადასხვა აქტივობით არის წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)