|
2023-05-26 09:08:36, 1166 ნახვა
პოლიტიკა
რომის პაპი ზურაბიშვილს - გიგზავნით მილოცვასა და მხურვალე სურვილს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის
გიგზავნით მილოცვასა და მხურვალე სურვილს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის,- ასე ულოცავს რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წერილს, რომელიც რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მილოცვასა და მხურვალე სურვილს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულების გაერთიანებისთვის, განსაცდელის დროს. ვევედრები უფალს, რომ თქვენი ერი, რომელიც საზრდოობს ევანგელური ფასეულობებით, დარჩეს სანიმუშო და მგრძნობიარე ყველაზე ღარიბთა ტანჯვის მიმართ და შეძლოს რეაგირება მოახდინოს ქველმოქმედებით. ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა გიორგის შუამდგომლობით, თქვენს თანამოქალაქეებს მიანიჭოს უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა. ვუძღვნი ღვთიურ კურთხევას თქვენს აღმატებულებას, ყველა საჯარო მოხელესა და მთელს ქართველ ერს",- აღნიშნულია წერილში. საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)