|
2023-05-24 11:21:27, 1405 ნახვა
ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო რეიტინგი „BB“-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა “თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა. Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება მიღწეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის: გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით, აქტივების ხარისხით, მომგებიანობით და ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განსაკუთრებული სიძლიერით. რეიტინგის გაუმჯობესება კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის. „მოხარულები ვართ, რომ „თიბისი ლიზინგის“ ფინანსური შედეგებით განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი დადებითად აისახა საკრედიტო რეიტინგზე და Fitch-მა აღნიშნული პარამეტრი „BB-“-დან „BB“-მდე გაგვიუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგის ვინარჩუნებთ, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს „თიბისი ლიზინგის“, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს,“ - ნუგზარ ლოლაძე, „თიბისი ლიზინგის“ ფინანსური დირექტორი. „თიბისი ლიზინგი“, როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე 20 წელია საქმიანობს და ამ ეტაპზე სალიზინგო ბაზრის 82%-ს იკავებს. 2022 წლის ბოლოს მდგომარეობით, კომპანია 338 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელს მართავდა, რომელიც დივერსიფიცირებულია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)