|
2023-05-24 11:15:41, 1303 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთის ბაზრის გახსნამ PSP-ს საშუალება მისცა, ევროპელი მომწოდებლებისგან მედიკამენტების შემოსატანი ფასების გაიაფების შეთანხმებისთვის მიეღწია
2022 წლის თებერვალში 188-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია/შემოტანის პროცესი გამარტივდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, თურქეთის რიგმა მწარმოებლებმა, მოწოდებული მედიკამენტების ფასები 55%-ით შეამცირეს. ასევე, ევროპელმა მწარმოებლებმა გადახედეს საქართველოსთვის მოწოდებულ ფასებს და შეამცირეს ან გაუთანაბრეს მათივე წარმოების თურქეთიდან იმპორტის ფასს. შესაბამისად, მყისიერად აისახა PSP-ს ქსელში მათ ფასებზე; ამ მედიკამენტების ფასები თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების ფასს გაუტოლდა ან უფრო გაიაფდა. ამ ქარხნების რიგ მედიკამენტებზე ფასები 58%-ით შემცირდა (ქსარელტო, ფორქსიგა, პლავიქსი და სხვ.). ევროპელი მწარმოებლისგან მედიკამენტების მოწოდებას ხარისხისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე უპირატესობა აქვს: - მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომელც სრულად კონტროლდება და მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი ეს მედიკამენტები გაყიდვაში არ ხვდება, მწარმოებელთან შეთანხმების საფუძველზე; - მწარმოებელთან ერთად დაგეგმილი მუშაობა საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დეფიციტები არ შეიქმნას და ეს მედიკამენტები უწყვეტად იყოს ქსელში; სწორედ ამიტომ, PSP უშუალოდ მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით აღწევს შეთანხმებას და შესაბამისად აიაფებს ევროპული ქარხნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ფასებს. „PSP ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობs უცხოელ მწარმოებლებთან ფასების შემცირების მიზნით. PSP-ს სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით, 307 აფთიაქით, ყველა რეგიონის მომხმარებელს მედიკამენტების და ასორტიმენტის უდედეს არჩევანს სთავაზობს. ამასთან, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე ფასების ცვლილებაზე მოლაპარაკება მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს და მომავალშიც სიახლეებს კვლავ ვაცნობებთ საზოგადოებას“-, აცხადებენ PSP-ში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)