|
2023-05-23 14:41:32, 747 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილმა კანონპროექტებში „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ შესატანი ცვლილებები წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე, კანონპროექტებში „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ შესატანი ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, კერძოდ ფარავნის, აბულის და საღამოს ტბის აღკვეთილების საზღვრების დაზუსტება; ასევე, ცივგომბორის აღკვეთილის სადემარკაციო სამუშაოები. „სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად მოხვდა პარკის საზღვრებში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობას. 2022 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი 116,7 ათასი ჰექტრით გაიზარდა და 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია. კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ, ასევე წარადგინა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები, როგორიცაა „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შეთანხმება“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტი; ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებიდან გამომდინარე კანონპროექტები; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ვერცხლის წყლის შესახებ მინამატის კონვენცია“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტები პასუხობს ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს და ხელს შეუწყობს ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)