|
2023-05-23 12:29:44, 1555 ნახვა
რეგიონი
ისრაელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ბათუმის დღეები“ იმართება
ისრაელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ბათუმის დღეები" იმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართულ ფოლკლორულ შოუს დაესწრონ, სადაც ქართული დეკორაციებით გაფორმებულ ულამაზეს სივრცეში აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაციები მიმდინარეობს. "ღონისძიებაზე გამოფენილია აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გარდა აჭარის საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში ჩართვის საშუალება აქვთ. "ბათუმის დღეები"-ს ფარგლებში ქართული სიმღერასა და ცეკვას ანსამბლი "ბათუმი", ცეკვის აკადემიური ანსამბლი "ხორუმი", ისრაელში არსებული ცეკვის ანსამბლი "ფესვები" და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარმოადგენს. კონცერტში მონაწილეობენ სოლო შემსრულებლები არჩილ გოგიტიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, სოფო ხალვაში, ხათუნა დონდუა და მორის მელაძე. "ბათუმის დღეები" იერუსალიმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, საქართველოს საელჩოს ისრაელში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი ისრაელში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციაა. ჯამში ღონისძიებებს 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრება",- ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)