10:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 10:11:46, 1366 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ 13 წლის სოფიო დუმბაძე მოინახულა, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულა, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. 

აჭარის მთავრობის ცნობით, 2023 წლის აპრილის თვეში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდა. სოფო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს გაიზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2023 წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა.

"13 წლის სოფიო დოლიძის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. უსაზღვროდ მახარებს, რომ დღეს გოგონა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მოხარული ვარ, რომ შევძელით 2023 წლიდან გაგვეზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში პოსტოპერაციული გამოკვლევების სრულად დაფინანსების შესახებ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 120 000 ლარით, გულის ტრანსპლანტაციას 220 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 235 000 ლარით აფინანსებს.

ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ გამოკვლევები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics